აფხაზეთში ე.წ. წმინდა მიტროპოლიის შექმნის პრეცენდენტი არალეგიტიმურია - აცხადებს თ. ხუბუა



15 მაისს ახალ ათონში სასულიერო-სახალხო შეკრება გაიმართა. აფხაზ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილის აზრით, აფხაზეთში ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა მოხდა, რომელსაც პარლამენტის სხდომის ჩატარებაზე უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეკრებამ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიიის შექმნის შესახებ. მათი ზრით, რესპუბლიკაში პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავისი ბრძანებით აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ სცნო ადგილობრივი ეპარქიის თვითმმართველობის უფლება. ოფიციალურად აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის წიაღში იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ჩვენ თვითონ არ ვაღიარებთ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას მას ვერავინ ვერ აღიარებს, რადგანაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შესაძლოა მხოლოდ დამოუკიდებელ ეკლესიასთან ერთად არსებობდეს - აცხადებენ სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა თამაზ ხუბუამ: ”ახალი ათონის მონასტერში გამართულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე სასულიერო პირების შეკრებაზე აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის შექმნის პრეცენდენტი არალეგიტიმურია”.

 

”აფხაზეთის ტერიტორია იყო, არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ნაწილი და იქ კანონიკური მღვდელთმსახურების ფორმების ერთადერთი განმსაზღვრელი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდია”.

 

”აფხაზეთის ცალკეული სასულიერო პირების დაპირისპირება თავიანთ დე-ფაქტო ე.წ. წინამძღვართან არ უნდა გავაიგივოთ მათ არარსებულ სურვილთან - აფხაზეთის ეკლესია მოიაზრებოდეს საქართველოს ეპარქიის განუყოფელ ნაწილად. ესაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიდასაეკლესიო დაპირისპირება და რუსეთის ეკლესიის ექსპანსიური მცდელობების მოდიფიცირებული ინსინუაცია”.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions