ჯემალ გამახარიამ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 16 ივლისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან დევნილ 25-მდე ოჯახს გადაეცათ, მათ შორის ომის ვეტერანებს და სოციალურად დაუცველებს, რომლებიც თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ღოღობერიძის ქუჩის N-3-ში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.







ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions