არა ერთხცელ დასმულა აფხაზეთის ქართულ საზოგადოებრიობაში კითხვა, თუ როგორ განვითარებას ჰპოვებდა ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და მისი შენარჩუნების გზაზე ვოვა რომ ჩვენს რიგებში ყოფილიყო, იქნებ თავიდან აგვეცილებინა ის შეცდომები, რომელიც ჩვენი გამოუცდელობისა და მტრის სიძლიერისა და სივერაგის გამო დავუშვით, იქნებ არც არაფერი შეცვლილიყო და ყველაფერი ისე წარმართულიყო, როგორც წარიმართა, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ვოვა ვეკუა უპირობოდ დააკლდა მის სათაყვანებელ სამშობლოს, ყველას ვინც მასთან თუნდაც ეპიზოდური ურთიერთობის ბედნიერება რგებია წილად.
შეგახსენებთ, 1989 წლის 15 ივლისს აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკების დროს წამებით მოკლეს ვოვა ვეკუა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო.
დღეს, 18 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პატივი მიაგეს 1989 წლის ივლისის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას და თბილისში, ვოვა ვეკუას მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას გამოსვლა
https://youtu.be/VZxwr184YSc