28 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.
კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, რომელმაც განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება წარმოადგინა. თანამომხსენებლებმა კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვახტანგ ყოლბაიამ და ნუგზარ მგალობლიშვილმა კოლეგების ყურადღება საგულისხმო შენიშვნებზე გაამახვილეს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიში წარიმართა.