დღეს, ორ ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, მხარი დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და ამავე ნიშნით განადგურების განსაზღვრა ხდება.
კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები პარლამენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
https://youtu.be/ODViZYMju8U