აღნიშნულის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და ამავე ნიშნით განადგურების შესახებ პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნად ფიქსირდება. კანონპროექტი ითვალისწინებებს სხვა ცვლილებებსაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში ყველა ამ ცვლილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
პარლამენტის კულტურის კომიტეტს კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა, ხვალ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.