მრავალ გიორგობას დაესწარით, თანამოქალაქენო!

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია სასწაულმოქმედი წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ქართველ მართლმადიდებლებს დასაბამიდან განსაკუთრებულად უყვარდათ და ეიმედებოდათ ახალგაზრდა წმინდანი, რომელმაც ქრისტეს შემწეობით უამრავ ტანჯვა-წამებას გაუძლო, არაერთი გამარჯვება მოიპოვა და უამრავი სასწაული განახორციელა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ყველას ამ ქრისტიანულ დღესასწაულს! ყველა წმინდანის, უფლის შემწეობით, მომავალ ამ დროს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქართულ წირვა-ლოცვაში მონაწილეობას, ჯანმრთელობას და გაერთიანებულ საქართველოში ღირსეულ ცხოვრებას გისურვებთ თითოეულს!

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions