7 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და სპიკერატის წევრებმა უმაღლეს საბჭოში მომუშავე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ჯემალ გამახარია განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ქალბატონებს. მან მიულოცა მათ ქალთა დღე, უსურვა ჯანმრთელობა, კორონავირუსზე გამარჯვება და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.