ჯემალ გამახარია ქართველი მწერლის მარი ჟღენტის პოეზიის საღამოს დაესწრო

14 ივნისს, საქართველოს მწერალთა კავშირში გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლის მარი ჟღენტის პოეზიის საღამო.

 

უმაღლესი საბჭოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია, ასევე აკადემიური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

მისასალმებელ სიტყვაში ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მწერალს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის. მან ხაზი გაუსვა ქალბატონი მარის ეროვნულ სულისკვეთებას და მის ნიჭიერებას, ამასთან წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მურმან კვარაცხელიამ, რომელმაც აღნიშნა ქალბატონი მარი ჟღენტის პატრიოტიზმი და თავისუფლების იდეისთვის დაუღალავი ბრძოლა, რომელიც მის პოეზიას ასულდგმულებს.

საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა საზოგადოებას გააცნეს მარი ჟღენტის პოეზია და ყურადღება გაამახვილეს მის ღვაწლსა და აქტიურ ჩართულობაზე საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმიანობაში. არაერთხელ გაჟღერდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნება და რა თქმა უნდა, მთავარი მიზნის მიღწევა - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.





































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions