ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომელიც ბულგარეთს, კანადას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიის, ესტონეთს, ფინეთს, ირლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, შვედეთს, უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს აერთიანებს, 2 სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მეგობართა ჯგუფის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, ისინი კვლავ არიან „ღრმად შეშფოთებულნი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაგრძობადი ოკუპაციით და ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების სრული პატივისცემის საფუძველზე“.
განცხადება გმობს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიას და გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას“ რუსეთის სამხედრო წვრთნებისა და საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სამხედრო ყოფნის გამო. ამ კონტექსტში, მათ ასევე დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი.
ჯგუფი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზეც ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებით, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვებით და ადგილზე უსაფრთხოების სართაშორისო მექანიზმების შექმნით.
მეგობართა ჯგუფი ასევე მოწუოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღირება.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში ჯგუფი გმობს რუსეთის ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის ცალმხრივად დადგენის, ასევე ქართული სოფლის, აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარესთან შეერთების შესახებ.
განცხადებაში ასევე გამოხატულია შეშფოთება რუსეთისთვის კურორტ ბიჭვინთის ნაწილის გადაცემაზე, რაც მათივე შეფასებით, ანექსიის მცდელობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მათ რუსეთს ამ პროცესის გაუქმებისკენ მოუწოდეს.
განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის დანაშაულებზე სამი დაკავების ორდერი გაცემაზე.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე სუბრისას, მეგობართა ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან მათი მუდმივი დისკრიმინაციისა და უფლებების შეზღუდვით, რომლებიც დაკავშირებულია გადაადგილების თავისუფლებასთან, განათლების უფლებასთა, საცხოვრებელთან და საკუთრებასთან, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების დანგრევასთან.
ამ კონტექსტში მათ უკმაყოფილება გამოთქვეს ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის სკოლებში სწვლების მშობლიური ქართულის რუსულით ჩანაცვლებასთა დაკავშირებით. „ჩვენ ასევე ვგმობთ ორივე [ოკუპირებულ] რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლას და შეცვლას“, – დასძინეს მათ.
მეგობართა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული თვითნებური დაკავებების გამო. ჯგუფმა საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები დაგმო და მოუწოდა რუსეთს, მოხსნას ყველანაირი დაბრკოლება დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულებისთვის.
ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებს და ურყევ მხარდაჭერას უდასტურებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიას.
ისინი მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების მრავალმხრივი პროცესის დაწყებას და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – მიმართ.
მეგობართა ჯგუფმა სინანული გამოთქვა 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისიის ხელახლა გახსნაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
მათვე აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ კონფლიქტის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მუშაობას.