,,დღეს იგეგმება უკრაინის 4 ოლქის მიერთება რუსეთის ფედერაციასთან”- ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, დღეს იგეგმება, უკრაინის ოთხი ოლქის –  ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება.

 

მისივე თქმით, რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილება, უკიდურესად დაძაბულ საერთაშორისო ვითარებას, კიდევ უფროს ძაბავს და ბირთვულ საფრთხეს ზრდის.

,,უკიდურესად დაძაბული საერთაშორისო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ცრუ რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების აღიარებას. დღეს 15:00 საათზე იგეგმება, უკრაინის ოთხი ოლქის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს როგორ ცვლის ეს, უკიდურესად დაძაბულ ვითარებას და რამდენად ზრდის ბირთვულ საფრთხეს. ვითარებას ცვლის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ  „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. რუსეთის მტკიცებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების უმრავლესობამ, მხარი რუსეთთან მიერთებას დაუჭირა.

https://mcm.ge/161887/

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში - 30.09.2022

https://youtu.be/MV5lVHKiFgo

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions