საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს ქვეყნის გამაერთიანებელი მეფის, წმინდანად შერაცხული დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს აღმშენებლობა და დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება, რომელსაც ხალხმა „ბრძოლაი საკვირველი“ უწოდა.
დავით მეფის მოხერხებული ტაქტიკისა და გონივრული სტრატეგიის წყალობით ქართველებმა წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიეს როგორც მტერთან ბრძოლაში, ქვეყნის გაერთიანებაში, ასევე ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებაში; რუის-ურბნისის ცნობილი კრების მოწვევით, დავით აღმაშენებელმა გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თვითნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების, სახელმწიფოს ერთიანობის გადარჩენის საქმეში.
დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება კულტურულ-საგანმანათლებლო წარმატებები - გელათის აკადემიის დაარსება, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აშენება შიო-მღვიმეში, ქართველი ახალგაზრდების გაგზავნა ბიზანტიაში განათლების მისაღებად; ნიჭიერმა და განათლებულმა მეფემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი,” რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.
სომხურ და მაჰმადიანური წყაროების ცნობით, დავითი დიდი ჰუმანისტი იყო, რომელსაც ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა.
კაცთმოყვარე მეფეს სნეულთათვის ქსენონი აუშენებია. სიუხვით და წყალობით სავსე, თვითონაც ხშირად ნახულობდა თურმე ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მოწყალებას გასცემდა.
საქართველოს დიდი მეფე დავით IV აღმაშენებელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა.“
1125 წლის 25 იანვარი (ახ.სტილით 8 თებერვალი) არის მისი გარდაცვალების დღე. დავითმა თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე. მეფე დაკრძალულია მის მიერ აგებულ გელათის ტაძარში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ქვეყნის გამაერთიანებელი მეფის, წმინდანად შერაცხული დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს ყველა თანამემამულეს, ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს და გონივრული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ტაქტიკითა და სტრატეგიით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, სრულიად საქართველოს გაერთიანებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეკონომიკის განმტკიცებას, კეთილდღეობას უსურვებს თითოეულ ოჯახს, ამ ქვეყნის ერთგულ ყველა მოქალაქეს.
ჯემალ გამახარია განმარტავს, რომ დავითის მეუფება აფხაზეთზეც ვრცელდებოდა. ამასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, სავარაუდოდ, 1121 წლის ზამთარში, ბიჭვინთაში მეფის ჩასვლის შესახებ აი, რას წერს:
„და მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა“.
უახლოეს მომავალში მეფე დავით აღმაშენებლის ნაკვალევზე ბიჭვინთასთან გვეხსენებინოს მისი სათაყვანო სახელი, რათა განვაგოთ „საქმენი მანდაურნი!“