აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.


საბჭთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ და გმირობის მაგალითად იქცნენ თბილისის სამხედრო სკოლის სტუდენტები, იუნკერები, რომელთა ასაკი 20-21 წელი იყო. რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში 1921 წლის 17 თებერვალს ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო. ისინი ფაქტობრივად მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის წითელი არმიისგან. რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ იუნკერები გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად სიცოცხლე გაწირეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.





































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions