ღონისძიებას მოწვეულთა შორის იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთის ფართო საზოგადოების, დედაქალაქისა და სხვა კუთხეების საზოგადოების წარმომადგენლები, პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები.
ვიდეოჩანაწერებით მიმართავდნენ შეკრებილ საზოგადოებას უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, ემიგრანტები, რომლებმაც გაიხსენეს აფხაზეთი და ქალბატონ ნინოს წარმატება უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში. საღამოზე შესრულდა აფხაზეთის თემაზე დაწერილი სიმღერები. სტუმრებისთვის გორის კაპელის სოლისტმა თამრიკო ოქროპირიძემ ნინო მირცხულავას ტექსტზე და მუსიკაზე დაწერილი სომრერის „ვიგონებ სოხუმს“ შეასრულა, ლილე ბენდელიანმა იმღერა სიმღერა „ფსოუ“, აფხაზური სიმღერა ,,აფხაზური ფანქი“ (აზამათ) იმღერა მარიამ ბიგვავამ, ცნობილმა მომღერალმა ირმა სოხაძემ - „ქართულო მიწავ“. იმღერეს თბილისის ხელოვნების სკოლის „აფხაზეთი 2„ ბავშვებმა, იცეკვეს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეებმა, წაიკითხეს ლექსები.
გამართულ საღამოზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მომღერლები მარიამ ბიგვავა, ირმა სოხაძე, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა გორის კაპელის სოლისტი თამრიკო ოქროპირიძე, ხელოვნების სკოლა „აფახზეთი 2“-ის და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენლები, პოეტი ხათუნა წურწუმია, მომღერალი დედა-შვილი ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი და სხვა მონაწილეები.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას საღამო „აფხაზეთი ჩემი“ გაიმართა