სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა ლიდერები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ეწვევიან

 

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია - ”პროექტი ჰარმონია”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომით, ახორციელებს ფართომასშტაბიან სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, რომელშიც პროექტის პირველ ეტაპზე ჩართულია 570 სკოლა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის სკოლებიც.

 

პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წინასწარ შერჩეულ სკოლებში ჩამოყალიბდა მოზარდთა სამოქალაქო განათლების კლუბები, რომელთა წევრები ესტუმრებიან სხვადასხვა სახელისუფლებო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეცნობიან მათ მუშაობას.

 

3 ნორმბერს, პროექტის ფარგლებში, აქტიური ლიდერი მოზარდები და მათი მასწავლებლები ეწვევიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, გაეცნობიან მის სტრუქტურას, შეხვდებიან ხელმძღვანელობას.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions