აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენლები უმაღლესი საბჭოს მადლობისა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

27 აპრილს არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

 

საღამოზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი ქართული ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნიმუშები.

საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი. მან ანსამბლის წარმომადგენლებს, უფროს თაობას იუბილე მიულოცა და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა. ,,ბედნიერი ვარ, რომ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი დღესაც ღირსეულად აგრძელებს მოღვაწეობას, რომელიც გამოირჩევა აკადემიურობით, ისტორიით და ქორეოგრაფიული ტრადიციებით. თქვენ ემსახურებით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს - ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნაბასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ” - აღნიშნა ნუგზარ მგალობლიშვილმა.

ამასთან, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელები გადაეცათ ანსამბლის წევრებს - მურმან გამისონიას, დავით ოკუჯავას, ვეზდენ ოკუჯავას, თეიმურაზ დარჯანიას და სერგო გეგეჭკორს.

საღამო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.


აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენლები უმაღლესი საბჭოს მადლობისა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
https://youtu.be/Gdaw4zLzQTc

























































































































 



















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions