„მინდა, სრულიად საქართველოს, ენგურსგაღმა და გამოღმა მცხოვრებ აფხაზეთის ყველა მკვიდრს, უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის განსხვავებული ადგილი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს მართლმადიდებლობაში. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. მისი მოღვაწეობა არის მაგალითი ჩვენი ისტორიისა, რომელიც აღსავსეა ბევრი ტკივილით და ამავდროულად ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცით.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. წმიდა დიდმოწამე გიორგის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს სრულიად საქართველო!“.
უფალი გფარავდეთ!