ესენი იყვნენ:
1. კოტე აფხაზი, გენერალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი;
2. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე, 51 წლის, გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის წევრი;
3. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე, 57 წლის, გენერალ-მაიორი;
4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე, 35 წლის, პოლკოვნიკი;
5. ხიმშიაშვილი გიორგი (გიგო. რაფიელ ერისთავის შვილიშვილი) ნიკოლოზის-ძე, 31 წლის, კავალერისტი, პოლკოვნიკი;
6. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე, 32 წლის, პოლკოვნიკი;
7. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე, 51 წლის, პოლკოვნიკი;
8. დიმიტრი ჩრდილელი, პოლკოვნიკი, 29 წლის, ცოცხლად დამარხეს;
9. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე, 27 წლის, როტმისტრი, კავალერისტი;
10. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე, 24 წლის, როტმისტრი;
11. კლიმიაშვილი ლევან (ლელო), ლეიტენანტი, 26 წლის;
12. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე, 29 წლის, უმცროსი ოფიცერი;
13. კერესელიძე იასონ მათეს-ძე, 32 წლის.;
14. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე, 42 წლის;
15. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე, 40 წლის, ოფიცერი.
დღეს, 21 მაისს, ვაკის პარკში, იმ ადგილას, სადაც ეს გმირები დახვრიტეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა, რომელთა მიერ აღვლენილ იქნა მათი სულის მოსახსენებელი ლოცვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები.
100 წელი კოტე აფხაზისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 14 სამხედრო პირის დახვრეტიდან
https://youtu.be/Tn5nveLClFk