უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ

24 მაისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა, რომელზეც აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლების უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვება გაიმართა.


ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ ხელოვანებს - ზვიად ბოლქვაძეს, ბაჩანა ჭანტურიას და დავით ცინცაძეს.

ჯემალ გამახარიამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში: „ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენთაგანის საქმიანობა, თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია ქართული კულტურის პოპულარიზაცია. თქვენი ხელმძღვანელობით აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფები დღესაც ღირსეულად აგრძელებენ მოღვაწეობას. ამასთან, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობისა და ერთიანობის წარმოჩენაში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ” - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ უმაღლესი საბჭოს წევრები რუდიკ ცატავა, ადა მარშანია, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია.

დეპუტატებმა ისაუბრეს იმ ღვაწლზე, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზვიად ბოლქვაძის, ბაჩანა ჭანტურიასა და დავით ცინცაძის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა.


უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ
https://youtu.be/A0NUPGIoWpY










































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions