დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 31 მაისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
სასურსათო პროდუქტები ცხინვალიდან დევნილ ელბაქიძეების მრავალსულიან ოჯახს გადაეცა.
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ თათა ჯახაიამ და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა შორენა მირცხულავამ გადასცეს.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.