უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დამდგენი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა

13 ივნისს უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დამდგენი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ასევე კომისიის წევრები, რომელშიც შედიან დარგის სპეციალისტები - მეცნიერები, ჰერალდიკოსები, ისტორიკოსები, იურისტები.

სხდომაზე იმსჯელეს ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლიკის უკვე არსებულ პროექტებსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის და მასთან დაკავშირებულ ისტორიულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატები ნუგზარ მგალობლიშვილი, ზურაბ ჯგუბურია, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, მინისტრის მჩეველი რომან სულაბერიძე.

სხდომაზე დაისახა სამომავლო გეგმები და მუშაობის მიმართულებები.


























































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions