5 ივლისს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელთან, ლოტბარ დავით ცინცაძესთან, რომლსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია დარსანია და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია.
შეხვედრაზე განიხილეს ანსამბლის მიერ შექმნილი ქართულ-აფხაზური კულტურის ისტორიის პროექტის რეალიზაციის საკითხი, ანსამბლის მიმდინარე და სამომავლო გეგმები, ბიუჯეტის განაწილების და სარეპეტიციო ფართთან დაკავშირებული პრობლემები.
დეპუტატებმა სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვეს ანსაბლ „შავნაბადას“ მათ მიერ განსახროციელებელ პროექტებში, საბიუჯეტო დაფინანსების საკითებში.