დაჯილდოება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში


7 ივლისს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოიწვიეს ღვაწლმოსილი პიროვნება „ქალაქ ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ თავმჯდომარე  რევაზ წულაია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა მიესალმა მოწვეულ სტუმარს, მადლობა გადაუხადა მას და ხანგრძლივი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უმაღლესი საბჭოს  საპატიო სიგელი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები ნუგზარ მგალობლიშვილი,  ვახტანგ ყოლბაია, რუდიკ ცატავა, თეიმურაზ მჟავია. დეპუტატებმა მიულოცეს ჯილდო და მადლობა გადაუხადეს ბატონ რევაზ წულაიას გაწეული ღვაწლისათვის, ჯანმრთელობა და წარმატებით მოღვაწეობის გაგრძელება უსურვეს.












ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions