ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

30 წელი სრულდება იმ დღიდან, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამშრომლებთან და დაცვის წევრებთან ერთად, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აიყვანეს ტყვედ, აწამეს და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით დახვრიტეს.

 

მ/წ 28 სექტემბერს, 14.00 საათზე, თბილისის ბ. ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ამ ტრაგიკულ მოვლენებთან დაჯავშირებით აღმართულ მონუმენტთან ჩატარდება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ომის ვეტერანები, ჟ. შარტავას დროინდელი მთავრობის თანამშრომლები, მოსწავლეები.



ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions