ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

28 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლებისადმი მიძღვნილ მემორიალთან „საქართველოსათვის“ (მოქანდაკეები - ზურაბ კოკაია, დავით მინდორაშვილი, ედუარდ შახნაზაროვი, არქიტექტორი - ანდრო ღვამიჩავა, ლომის იდეის ავტორი - მწერალი და პუბლიცისტი მაყვალა ბერიანიძე) ჩვენი გმირი მამულიშვილების დაღუპვის 30 წლისთავთან დაკავშრებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგარზდობის ოილიტიკის სამსახურის უფროსი, მსახიობი კახაბერ ძაძამია. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრის მოადგილე ნონო ლობჟანიძე, სამინისტროს აპარატის უფროსი ირმა ირემაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილეეები გურამ მისაბიშვილი და იგორ კოპალიანი, დეპუტატები - დევნილთა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები, ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების ოჯახის წევრები, ჟიული შარტავას სახელობის 62-ე სკოლისა და აფხაზეთის 2-ე სკოლის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანები.

შეკრებილმა საზოგადოებამ ყვავილების გვირგვინებით შეამკო მემორიალი. მათ გაიხსენეს ის უმძიმესი, ტრაგიკული დღეები, როდესაც სოხუმი დაეცა და ჟიული თავის თანამებრძოლებთან ერთად ზვარაკად შეეწირა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ისაუბრეს იმ ვაჟკაცურ შემართებაზე, რომელიც ჟიულის და მის თანამებრძოლებს  ჰქონდათ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

ღონისძიბა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი კურთხევით დალოცა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ლევანმა, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დევნილთა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ჟიული შარტავას მთავრობის წევრი, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ომის პერიოდში დავით გულუა, ჟიული შარტავასა და მასთან ერთად დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, ახალი თაობის წარმომადგენლები, ჟიული შარტავას სახელობის სკოლის დირექტორი ქალბატონი ელენე შაბურიშვილი და სხვები.

 


































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions