5 ოქტომბერს, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით და 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
პანაშვიდს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, დეპუტატები ელგუჯა გვაზავა, როსტომ შამუგია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის წევრები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.