საღამო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ციალა ნებიერიძის ინიციატივით და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო უკლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების სამმართველოს უფროსი გოგი ფაცაცია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზესტაფონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბნლიკის უმაღლესი საბჭოს მესვეურებმა. მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფისათვის, დევნილთა მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისა და სითბოსათვის. ამასთან, სიტყვით გამოსულებმა გმირულად დაღუპული თანამემამულეები მოიგონეს, ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და გამოთქვეს რწმენა, რომ დადგება დრო, როცა აფხაზი ეთნოსი და აფხაზეთის ძირძველი ქართული მხარე დედასაქართველოსთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას.
უმაღლესი საბჭოს წევრები აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართულ ღონისძიებას დასწრნენ
https://youtu.be/xOk2IsLdA90