8 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა
პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლის ესკიზის პროექტის შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელმაც კოლეგებს წარუდგინა უმაღლესი საბჭოს მედლის ესკიზი. დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს მედლის ზომის, ფერის, გამოსახულების შესაძლო ვარიანტები, გამოთქვეს მოსაზრებები. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს წევრები ადა მარშანია, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, ჯემალ საჯაია, ანზორ წოწონავა, ეთერ ასტემიროვა, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.
სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ძირითადი იდეები მისაღებია და დეპუტატებს შესთავაზა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარასკევს 10 ნოემბერს პრეზიდიუმის სხდომის ჩატარება, ასევე პრეზიდიუმის სხდომაზე იმ კოლეგების მოწვევა, ვინც ერკვევა ამ საკითხებში და ვისაც სურვილი ექნება თავისი მოსაზრება გაგვიზიაროს.
პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ, გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც მინისტრის საათის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაიას მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია, სსიპ - პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი ვასილ ბაბუნაშვილი, სიპებისა და შპს-ების ხელმძღვანელები ზვიად ზაქარაია, ლაშა ლეჟავა, გია კეპულაძე.
შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, კომიტეტების თავმჯდომარეებმა ადა მარშანიამ, მურმან კვარაცხელიამ, ვახტანგ ყოლბაიამ.
სხდომებს, რომლებიც ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.