უმაღლესი საბჭო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ

 

10 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი პრაქტიკული სასწავლო პროგრამის (იურიდიული კლინიკის) ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.

 

მემორანდუმის მიზანია ხელი შეეწყოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღების პროცესს. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მაგისტრანტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაივლიან.

 

პრაქტიკული კურსების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების მოცულობით 2012-2015 წლების ჩათვლით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტთათვის სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარება საჯარო სამართლის მიმართულებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მათი მაქსიმალური ჩართვა.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions