უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

11 დეკემბერს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამინის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა.

 

კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შეასხებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ“.

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც აგრეთვე უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებს წარმოდგენილი კანონის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის ირგვლივ მოხსენებით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, კომიტეტის თავმჯდომარეებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადა მარშანიამ, ვახტანგ ყოლბაიამ,  საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, დეპუტატებმა ანზორ წოწონავამ, ჯემალ საჯაიამ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარულ სხდომებზე განხილვას.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.
















































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions