აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას კომენტარი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის გამყოფ პირობით საზღვარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გრძელდება, თანაც მეტი მონდომებითა და გააფთრებითაც კი, რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის გამყოფ პირობით საზღვარზე, მდინარე ფსოუზე განთავსებულ აფხაზურ საგუშაგოებზე მითითებული ხაზის გადამკვეთთა გამოკითხვები (უფრო სწორი იქნება ვთქვათ - „დაკითხვები“) მოქალაქეთა ე.წ „სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიციების შესახებ“, რაც სხვა არაფერია, თუ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებთა დამოძღვრა კრემლის პოლიტიკისადმი ლოიალობისათვის. ადგილობრივ მოსახლეობაში აქა-იქ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შეწუხებულნი არიან მსგავსი დამამცირებელი დამოკიდებულებებით, თუმცა აშკარად ჭარბობენ ისინი, ვინც (ფიქრობს და საჯაროდაც აცხადებს), რომ ეს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების „ერთობლივად დაგეგმილი“ პოლიტიკური ინსინუაციებია.

თავის დროზე ერთმა გენიალურმა მოაზროვნემ თქვა - „ადამიანების სიბრიყვესა და სისულელეს საზღვარი არ აქვსო“. აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლების და მათთან დაახლოებული ცალკეული პიროვენებების გამონათქვამები ამ საკითხებთან დაკავშირებით აშკარად გვამცნობენ, დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსის მქადაგებელი იდეოლოგიური მამების ცხოველური შიშამდე დასულ ემოციებს მოახლოებული და გარდაუვალი კრახისადმი, მათ გამალებულ ძიებებს „გადარჩენის ხავსის“ მოსაპოვებლად. ისე, კაცმა რომ თქვას, აფხაზური სეპარატიზმის აპოლოგეტების ბოლოდროინდელი ქმედებები, კიდევ ერთხელ გვაიძულებს გავიაზროთ შეგონება ადამიანთა სისულელეების უსაზღვროებაზე!“ - განაცხადა თამაზ ხუბუამ.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions