8 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მოხსენებას დაესწრო.
ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, სახალხო დამცველი, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.