თამაზ ხუბუა და ზურაბ მებონია აფხაზეთის საიფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის შემოქმედებით კოლექტივს შეხვდნენ

1 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის შემოქმედებით კოლექტივთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.  შეხვედრის მსვლელობისას ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნო კოლექტივის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ცენტრის ტექნოლოგიური სრულყოფისათვის ჩატარებული პრაქტიკული ღონისძიებები, უახლოესი და პერსპექტიული სამოქმედო პროგრამის მახასიათებლები.  თამაზ ხუბუამ და ზურაბ მებონიამ ხაზგასმით აღნიშნეს საიფრომაციო-ანალიტიკური ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა აფხაზეთის პრობლემატიკის ინფორმაციული უზრუნველყოფის ეფექტიანობის ამაღლების საქმეში, დაადასტურეს უმაღლესი საბჭოს მუდმივი მზადყოფნა საქმიანი თანამშრომლობისათვის. ცენტრის ჟურნალისტებმა და თანამშრომლებმა დააყენეს კონკრეტული წინადადებები მუშაობის ფორმების შემდგომი სრულყოფისათვის. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწონებულ და მხარდაჭერილ იქნა წინადადება მსგავსი შეხვედრების რეგულარული ჩატარების თაობაზე.

შეხვედრის ბოლოს ბატონმა თამაზ ხუბუამ ადხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორს ქალბატონ ეკა წივწივაძეს გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელი აფხაზეთის პრობლემატიკის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზაციულ-ტექნიკური ტრანსფორმაციის სფეროში გამოჩენილი აქტიურობისათვის.









ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions