დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაჯილდოება გაიმართა

5 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდნენ:

ლეილა ხუნჯუა - უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი.

თინა კვარაცხელია - უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი სპეციალისტი.

უმაღლესი საბჭოს მედალი დაჯილდოებულებს გადასცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. ის მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და თითოეული დაჯილდოებულის ღვაწლზე და დამსახურებაზე ისაუბრა.

ჯემალ გამახარია მიესალმა და საპატიო სიგელები გადასცა მოწვეულ სტუმრებს, უმაღლეს საბჭოში მომუშავე ქალბატონებს და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის ღვაწლის, პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის დაფასება.  ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მათ და მიულოცა დამდეგი დღესასწაული, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.

წარმატებულ ქალბატონებს დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ  აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

მარინა ალანია - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

რიმა ლაცუზბაია - ქ.ზუგდიდის პოლიკლინიკის ექიმი.

დალი დუმბაძე - სასამართლოს წარმომადგენელი.

მანანა ხვინგია - პედაგოგი.

დოდო შონია - ქ. სოხუმის რკინიგზის სკოლა-ინტერნატში აღმზრდელ-მასწავლებლი.

მედეა შარია - ბესლეთის მე-2 საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

დინარა დარსალია - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე.

ნათია დარსანია - საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის უფროსი.

მაია ჯახაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე.

მაკა მიშველაძე - უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საქმის წარმოების დეპარტამენტის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

შორენა მირცხულავა - უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ნინო კუკავა - უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი.

ნანი გეთია -  უმაღლესი საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

ნინო ასრათაშვილი - უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.

























































































































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions