აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია სამეგრელოში განხორციელდა

დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მიმდინარე წლის 6 მარტს უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 305 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც აბაშის, ზუგდიდის, ჭკადუაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში არიან განსახლებული.

 

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ, ნიკა ქარდავამ გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრების დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაში გარდა დაჯილდოებულთა მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, ჩხოროწყუს მერის მოადგილე ვალერი თოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯანო პერტაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

გიგა გაბელია - აბაშის მუნიციპალიტეტის მერი - საპატიო სიგელი

ირაკლი პერტენავა - აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - საპატიო სიგელი

მამუკა თელია - აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მადლობის სიგელი

ოთარ გორდეზიანი - აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა და ვეტერანთა განყოფილების უფროსი - მადლობის სიგელი

თეიმურაზ ბოკუჩავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე - საპატიო სიგელი

ბესიკ გეგია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი - საპატიო სიგელი

ალექსანდრე ჩიკვაიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი - საპატიო სიგელი

კონსტანტინე კაკავა - ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე - საპატიო სიგელი

გიორგი რიგვავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი - საპატიო სიგელი

მერაბ ჩიკვატია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი - საპატიო სიგელი

დათო გოგუა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი - საპატიო სიგელი

გელა ვეკუა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - მადლობის სიგელი

ალიკა კოზმავა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - მადლობის სიგელი

კახა შელია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - მადლობის სიგელი

მურმან მალაზონია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი - საპატიო სიგელი

ანგელინა გელანტია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ევექსის კლინიკის თერაპიის განყოფილების მედდა - მადლობის სიგელი



ტვ “იმედი” რეპორტაჟი უმაღლესი საბჭოს მიერ სამეგრელოში განხორციელებული ჰუმანიტარული აქციის შესახებ
https://youtu.be/T8eB4AYFqsM


ტვ “რუსთავი 2” რეპორტაჟი უმაღლესი საბჭოს მიერ სამეგრელოში განხორციელებული ჰუმანიტარული აქციის შესახებ
https://youtu.be/_KeswHxs0p4































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions