აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა და თემურ მჟავიამ, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული აქცია 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა და დასახიჩრდა.
ჯემალ გამახარიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
https://youtu.be/DXzT6bsZTbc