საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ჩატარდა

16 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: არაფორმალური დისტანციური განათლება აფხაზეთში; აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის საბავშვო, საყმაწვილო და სკოლის შემდგომი საკითხავი ლიტერატურით შევსება; სპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში -მიმდინარე საკითხები.

პირველ ორ საკითზე მოხსენებით წარსდგა დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგად კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და ამასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ის უმაღლესი საბჭოს წარმოადგენელია. ამ ჯგუფის წევრები არიან საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს  და სხვა უწყებების წარმომადგენლები. მან ვრცლად ისაუბრა საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნა რომ მიმდინარეობს მუშაობა დისტანციური განათლების აღიარებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, ისაუბრა არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, სამომავლო პერსპექტივებზე. ქალბატონმა ნანა კვარაცხელიამ სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას დაპირებისამებრ სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცემა წიგნები, რომელიც პროფკავშირისა და ფონდის დახმარებით მოგროვდა, ხოლო ზოგიერთმა სახლიდან მოიტანა.

მესამე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამაზ ხუბუასთან ერთად მას ჰქონდა შეხვედრა მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან. ისაუბრა იმ წარმატებებზე, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა მიაღწიეს სპორტის ამ სახეობაში და ხაზი გაუსვა როგორც მათი, ისე მწვრთნელების ფინანსურად წახალისების აუცილებლობას, რასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა ცალსახად მხარდაჭერა გამოხატეს. ისაუბრეს სამომავლოდ ამ მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოზე.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები რაისა ქარაია, ადა მარშანია, ჯემალ საჯაია, ელგუჯა გვაზავა.




























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions