შეხვედრა აფხაზეთის მინისტრთან განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში

 

28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობამ განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში გასვლითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემრულებელი, ფინანსთა მინისტრი თამაზ კვარაცხელია ესწრებოდა.

 

აფხაზეთის მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში ზაურ ჯალაღონიამ მისდამი დაქვემდებარებული უწყების მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, თავმჯდომარის მოადგილეებმა ანზორ წოწონავამ და თამაზ ხუბუამ, ფრაქცია “დემოკრატიული რეფორმებისათვის“ თავმჯდომარემ თეიმურაზ მჟავიამ დადებითად შეაფასეს მინისტრის აპარატის მიერ გაწეული მუშაობა.

 

 


 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions