სხდომას უმაღლესი უძღვებოდა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.
სხდომაზე მსვლელობისას გამოთქმული შენიშვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა თანდართული შენიშვნების ფურცლით. საკითხს რეკომენდაცია მიეცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და დევნილთა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, აპარატის სპეციალისტი შორენა გაწერელია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი.