აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან "მშვიდობის ხეივანი" გაშენდება

 

20 აპრილს, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან - ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაცია ”12 ნერგის” მონაწილეობით საძირკველი ჩაეყარა ”მშვიდობის ხეივანის” გაშენებას.

 

აქციის ფარგლებში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, მოადგილე თამაზ ხუბუამ და მოცვეულმა სტუმრებმა 50 ნერგი დარგეს.

 

ამასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მესვეურები ზუგდიდში შეხვდნენ სამეგრელოს რეგიონში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე პედაგოგებს. პროფესიონალიზმითა და მოქალაქეობრივი პოზიციით გამორჩეული მასწავლებლები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

ამავე დღეს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში გაიმართა უმაღლესი საბჭოს დელეგაციის შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში განსახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები. ამასთან ერთად, უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ იმერეთში აფხაზეთის მტავრობის წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიციირებული დასაქმების ცენტრ-ბიზნესინკუბატორის პრეზენტაციას.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions