უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ფილმის - “დროის ჩანაწერები, აფხაზეთისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

 

23 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმის - ”დროის ჩანაწერები, აფხაზეთისთვის” პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის პრეზენტაციას ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსები, ექსპერტები დაესწრნენ, რომლებმაც მის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.

 

"წარსულის ისტორიული კადრებისა და დღეს არსებული ვითარების ანალიზით აღნიშნული ფილმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოცილება რუსეთის შორეული, იმპერიალისტური გეგმის ნაწილია", - განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

 

პროექტის ფარგლებში რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გენეზისის შესახებ სამი ფილმის გადაღებაა გათვალისწინებული.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions