4 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიხსნა.
დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საშემოდგომო სესიის გახსნა იყო.
აღნიშნული რეგლამენტი ითვალისწინებს საშემოდგომო სესიის გახსნას სექტემბრის პირველ სამშაბათს. რეგლამენტის შესაბამისად საშემოდგომო სესია დაიხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.