აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეების სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:
ინგა პაიჭაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი
ლიკა ცუცქირიძე - საქართველოს დიაბეტის ნაციონალური ცენტრის პროფესორი
პალიკო ლამანძია - სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის ”სანუსი” ექიმ-ექოსკოპისტი
ქეთევან რურუა - შპს ”აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის” ექიმ-ოტორინოლარინგოლოგი