5 ოქტომბერს, ქ. გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საზოგადოებრიობა ლურჯ მონასტერში შეიკრიბა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ტრაგიკული მოვლენები და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1992 წლის 1-5 ოქტომბერს მიუხედავად მოსკოვში მიღწეული შეთანხმებისა, სეპარატისტთა და რუსეთის მოქალაქეებისაგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქ. გაგრა აიღეს და განახორციელეს ქართულენოვანი მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და მასობრივი დახვრეტები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი განდევნა და მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება მოჰყვა.