თამაზ კუჭუხიძის სახელობის ტურნირში ნორჩმა დინამოელებმა გაიმარჯვეს

 

23 ოქტომბერს დასრულდა ცნობილი გაგრელი მწვრთნელის თამაზ კუჭუხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10-11 წლის ასაკის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდებმა საქართველოს რეგიონებიდან და თბილისის რაიონებიდან.

 

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიას საჯარო სკოლის გუნდი და თბილისის ”ნორჩი დინამოელი”. თამაში დამთავრდა 2:0 ”ნორჩ დინამოელთა” სასარგებლოდ. გამარჯვებულ გუნდს თამაზ კუჭუხიძის სახელობის თასი და I ხარისხის დიპლომი თამაზ კუჭუხიძის ძმამ კონსტანტინე კუჭუხიძემ გადასცა. ტურნირის გამორჩეულ გუნდებსა და ფეხბურთელებს მედლები და სპეციალური პრიზები გადასცეს აფხაზეთის ა/რ უმალესი საბჭოს თავმჯდომარემ ე.გვაზავამ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions