აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართვა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიმართავს აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებს. ბოლო დღეებში გახშირდა დროებით გამონთავისუფლებულ შენობებში სოციალურად დაუცველებისა და დევნილების შეჭრის შემთხვევები.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გაგებით ეკიდება გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, მრავალი წლის მანძილზე უბინაოდ დარჩენილი დევნილების პრობლემებს, მაგრამ შენობების სპონტანურად დაკავება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. მოუწოდებთ აფხაზეთიდან დევნილებს, თავი შეიკავონ მსგავსი ნაბიჯებისაგან, არ აყვნენ ცალკეულ პირთა პროვოკაციულ მოწოდებებს, პირველ რიგში იხელმძღვანელონ იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნებით მოსული ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დევნილების სოციალური ყოფის, მათ შორის საბინაო საკითხების მოგვარებაზე ზრუნვას მიიჩნევს. ამიტომაც ხელს ნუ შევუშლით ახალ ხელისუფლებას ამ საკითხების სამართლიანად, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების სრული დაცვით განხილვასა და გადაჭრაში.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო

თბილისი, 26.10.2012წ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions