აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება - დაჯილდოება. გამორჩეულთა შორის არიან საინტერესო ბიოგრაფიის, სხვადასხვა პროფესიისა და ისტორიის მქონე ადამიანები: საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, ექიმები, ომის ვეტერანები, ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოხელეები, ქველმოქმედებით გამორჩეული ბიზნესმენები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საახალწლო მიღებაზე საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
ბესარიონ ნაყოფია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ემა კილანავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ვალერი ვეკუა - ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოხელე
თემურ ხევსურიანი - ომისა და სამართალდამცავი ორგანოების ვეტერანი
თენგიზ დარცმელია - ომის ვეტერანი
ლელა გულედანი - არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
მზია ჯალაღონია - აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
პეტრე ცანავა - ბიზნესმენი, ქველმოქმედი
რაისა ჯიჯელავა - ღვაწლმოსილი პედაგოგი
რამინ აბლოთია - განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მოღვაწე, პროფესორი
რაჟდენ ცაცუა - ღვაწლმოსილი პედაგოგი
სალომე კაპანაძე - რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი
სოსო ქეცბაია - ექიმი-პედიატრი
ჯონი ლატარია - შრომის ღვაწლმოსილი ვეტერანი