შეხვედრა არასამთავრობოებთან

 

11 თებერვალს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების - ”აფხაზეთი, ჩემი სახლი”, ”აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაცია”, ”აფხაზეთის ქალთა საბჭო”, ”ომის ბავშვები”, ”საქართველო - დევნილთა მხარდაჭერისთვის”, ”აფხაზეთის მეომართა კავშირი”, ”აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია”, ”სამურზაყანო”  წარმომადგენლების მოთხოვნით დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა. მათ კიდევ ერთხელ დააყენეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გია ბარამიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველო - დევნილთა მხარდაჭერისათვის” პრეზიდენტს დალილა ხორავას მიაჩნია, რომ კრიმინალური წარსულის მქონე გ. ბარამიამ აფხაზეთის მთავრობაში არნახული ნეპოტიზმი დაამკვიდრა. ის მისი უპირველესი მოვალეობის - დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებში ტოტალურ უგულებელყოფას ეწეოდა. ამიტომაც ხალხის ნების გათვალისწინებით საჭიროა უმაღლესი სბჭოს სესიის მოწვევა, სადაც განიხილება გ.ბარამიას ამ თანამდებობიდან გადადგომის საკითხი.

აფხაზეთის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარისადმი პრეტენზიები გააჟღერეს მ. ბოკუჩავამ, ქ.ჯაყელმა, ნ.ქარდავამ, თ.ყოლბაიამ, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმა.

დეპუტატების თქმით, მათთვის ცნობილია საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება გ.ბარამიას მიმართ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კონსტიტუციის ფარგლებში, რასაც სჭირდება თანმიმდევრული პროცედურები და გარკვეული დრო. ამასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა კონსულტაციებს მართავს ქვეყნის ზემდგომ ორგანოებთან.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions