8 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც განიხილეს საკადრო საკითხები. სესიამ დააკმაყოფილა აფხაზეთის ა\რ მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სესიის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია შეყვანილ იქნა აფხაზეთის ა\რ მთავრობის შემადგენლობაში და დაევალა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.