9 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა მიესალმა და მხნეობა უსურვა მათ.